logo_geo
eng_logo
უკრაინელი პოლიტოლოგი: დიდი ხანია პრეზიდენტ ზელენსკისა და მის ოფისს სააკაშვილზე განცხადება აღარ გაუკეთებია
- +

10 დეკემბერი. 2021. 00:48

ბოლო ოფიციალური თანამდებობა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იკავებდა, იყო ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამჟამად მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ე.წ. ოფისს ხელმძღვანელობს, მაგრამ ეს არ გახლავთ სახელმწიფო სტრუქტურა და მისი თანამშრომლები არ არიან საჯარო მოხელეები, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ტარას ბერეზოვეცმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, დიდი ხანია უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა და მის ოფისს სააკაშვილზე განცხადება აღარ გაუკეთებია.

 

„რეფორმების ე.წ. ოფისი არის ჰიბრიდული ორგანო, რაც სწორედ სააკაშვილისთვის იყო ჩაფიქრებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა აქ ის იყო, რომ რაღაცნაირად ადგილი მოენახათ სააკაშვილისთვის, რადგან როგორც აქტიურ პიროვნებას, შეეძლო ძალიან დიდი საფრთხე და პრობლემები შეექმნა პრეზიდენტ ზელენსკისთვის. რაღაცნაირად რომ დაეწყნარებინათ მისი ამბიციები, მისცეს ეს თანამდებობა. რაც შეეხება საკითხს, კეთდება თუ არა კომენტარები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სააკაშვილზე, მოგახსენებთ, საპრეზიდენტო ფრაქციის წარმომადგენელი, დავით არახამია უმაღლეს რადაში საფეხბურთო მაისურით მივიდა, რომელსაც ეწერა - გაათავისუფლეთ მიშა და ყველა ძალისხმევა ამით დასრულდა. მხოლოდ კერძო მედიას აინტერესებს, თუმცა ზელენსკისა და მისი ოფისის სააკაშვილზე განცხადება დიდი ხანია აღარ გაუკეთებია“, - განაცხადა ტარას ბერეზოვეცმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner