logo_geo
eng_logo
სიმონ ჯანაშია: პოლიტიკური პარტიების ცენზურის გამო, რომელიმე სახელმძღვანელო სწავლებიდან არ უნდა იქნას ამოღებული
- +

10 დეკემბერი. 2021. 01:02

 

„ამ პროცესმა აჩვენა, რომ ძალიან რთულია ისე დაწერო თანამედროვე ისტორია, რათა მიკერძოება რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ არ დაგბრალდეს. ასეთი რამ რომ არ დაგბრალდეს არსებობს ერთი, მაგრამ ცუდი გზა - ავტორები უნდა შეეცადონ, რომ საერთოდ ინტერპრეტაციები მინიმუმამდე დაიყვანონ. ფაქტების მოყოლაც კი გულისხმობს იმას, რომ ფაქტები რაღაც პრინციპით არის შერჩეული. შედარებით უკეთესი გზაა, როდესაც წყაროს აჩვენებ. არსებობს ინტერნეტი და წყაროების მოყვანა გაიოლებულია. მაგალითად, აგვისტოს ომზე შესაძლებელია წყაროების მოყვანა, ამ წყაროებს მოსწავლეები გაეცნობიან და მათ უკვე მსჯელობა შეეძლებათ“, - ამის შესახებ განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს ირგვლივ განვითარებული პროცესების კომენტირებისას განაცხადა.

 

„რაც შეეხება პოლიტიკოსების ბიოგრაფიებს, ცხადია ეს პრობლემაა და ძნელია ამის შეფასება. განსაკუთრებით ძნელია ისეთი პოლიტიკოსების ბიოგრაფიების შერჩევა, რომელთა პოლიტიკური ცხოვრება ჯერ არ დასრულებულა. სახელმძღვანელოები 6 წლით მტკიცდება. შეიძლება, როდესაც სახელმძღვანელო იწერება, ამ დროს, ამა თუ იმ პოლიტიკოსის საქმიანობა ჯერ კიდევ გაურკვეველი იყოს“, - განაცხადა ჯანაშიამ.

 

კითხვაზე - მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, რომელიც დღეს პოლიტიკური გარჩევის საგნად იქცა, უნდა იქნას თუ არა შეცვლილი ან ამოღებული - ესპერტი ასე პასუხობს:

 

„პოლიტიკური პარტიების ცენზურის გამო, რომელიმე სახელმძღვანელო სწავლებიდან არ უნდა იქნას ამოღებული. მასწავლებლის გადასაწყვეტი უნდა იყოს, რომელი სახელმძღვანელოთი იხელმძღვანელოს“, - აღნიშნა ჯანაშიამ For.ge-სთან.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner