logo_geo
eng_logo
დავით ზარდიაშვილი: ღმერთმა შეუნდოს სააკაშვილს, მაგრამ საქართველოსთან შერიგებას, ვიდრე არ მოინანიებს და კუთვნილ სასჯელს სრულად არ მოიხდის, ვერასდროს ეღირსება!
- +

10 დეკემბერი. 2021. 02:16

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ეს დეზინფორმაციული შტურმი, რომ თითქოსდა სააკაშვილი, არც მეტი, არც ნაკლები, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, არა მხოლოდ უკიდურეს პოლარიზაციას განაპირობებს, არამედ იწვევს უკონტროლო აგრესიას როგორც უშუალოდ სააკაშვილის, ასევე ყველა მისი მიმდევარის, ნათესავისა თუ მყვარებელის მიმართ.

 

„ეს უკონტროლო აგრესია უკვე ადამიანურობის ზღვარზეა და მხეცს, რომელსაც ყოველ ადამიანში სძინავს, აღვიძებს! აი, იმას გავს, ფირალი სიმონა დოლიძე მოსამართლის კითხვაზე - რატომ დახოცე ასე მხეცურად 8 სტრაჟნიკიო, რომ პასუხობს - ყანაში თოხნისას ელანძე კაცის კვლის ჟინმა წამომიარა და იმიტომაცაო! მეც ვატყობ, ნელ-ნელა იგივე მემართება: რამდენჯერაც გავიგონებ, სააკაშვილი წამების მსხვერპლიაო, სიმონა დოლიძესავით კაცის კვლის ჟინი წამომივლის ხოლმე. ჯერჯერობით ვუმკლავდები, მაგრამ როდემდე?!

 

პირადად მე არ შევურიგდები სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში ჩადენილ ეროვნულ ღალატს და ვერც მის მიერ ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს სასჯელაღსრულების პოლიტიკად წამების დანერგვას! – „არა და არასდროს!“ - როგორც ბრძანა პრეზიდენტმა. ასეთია პირადად ჩემი, ერთ-ერთი რიგითი მოქალაქის ცალსახა პასუხი. დარწმუნებული ვარ, იგივეს - „არა და არასდროს!“ - გაიმეორებს ქართველთა არა მხოლოდ თანამედროვე, არამედ წინაპართა და მომავალი თაობის აბსოლუტური უმრავლესობა!

 

ღმერთმა შეუნდოს სააკაშვილს, მაგრამ საქართველოსთან შერიგებას, ვიდრე არ მოინანიებს და კუთვნილ სასჯელს სრულად არ მოიხდის, ვერასდროს ეღირსება! ამას უნდა შეეგუოს თავადაც და მისი უგუნური მიმდევრებიც!“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ზარდიაშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner