ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ მისი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ მოსამართლე პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ძალიან მალე მთელ პროცესებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს.
„31 მარტამდე გადადო. აღარ შეიძლება ამდენი. 1 თვე, თვენახევარი, 25 დღე. იაშვილს დასცდენია ფეხი და სადღაც დაცემულა. მე უკვე ვატყობ, რომ თითიდან გამოწოვილია ეს ყველაფერი. ეს არის იმის შედეგი, რომ მურუსიძეები გვყავს აქ. ვიძლევი პირობას, მურუსიძეებს ვინც მხარს უჭერს, როგორც ამ საქმეს გადაჰყვნენ „ნაციონალები", ისევე გადაჰყვებიან ისინი.
მოსამართლის აცილებას ვითხოვ. ეს არის ძალიან რთული პროცესი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამდენი ხანი იყო პროკურატურა, რომელიც სასამართლოს აკონტროლებდა, ახლა სასამართლო აკონტროლებს ყველაფერს. შეიცვალა როლები. მურუსიძეები არიან სასამართლოში და ქართველმა ხალხმა, ძალიან მალე, მთელ პროცესებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.