logo_geo
eng_logo
გიორგი პაპუაშვილი შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მესამე ნომრად დასახელდეს
- +

1 აგვისტო. 2016. 15:22


საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მესამე ნომრად დასახელდეს.


როგორც „ინფო 9"-სთვის გახდა ცნობილი, მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებული გამოძიების დასრულების შემდეგ, პაპუაშვილი შესაძლოა, ამომრჩეველმა „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში იხილოს.


ასებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის შესაძლო ფაქტები არ დადასტურდა, „ნაცმოძრაობა" პაპუაშვილს პოლიტიკური საქმიანობაში გადავა, თუმცა წყაროს ინფორმაციით, პაპუაშვილი ჯერჯერობით არც განცხადებას გააკეთებს და არც ინფორმაციას დაადასტურებს, ვინაიდან ის რომელიმე მოსამართლისგან მის მიერ დასახელებული ზეწოლის ფაქტის დადასტურებას ელის.


როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში აცხადებენ არსებული ინფორმაცია სიმართლეს არ შესაბამება.


საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მისაღებად, მოსამართლეების მიზანმიმართულ ზეწოლასა და დაშანტაჟებაზე განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მუქარა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მიმდინარე საქმეებს ეხება.


პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მოსამართლეების დაკითხვა მიმდინარეობს.


მთავარმა საგამოძიებო უწყებამ დღეს, საქმის გამოძიების შესახებ შუალედური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთაგან მათ მიმართ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის, ან სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევას ყველა უარყოფს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner