logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ყველას მოვუწოდებ, რომ გამოიყენოს საპარლამენტო ფორმატი, იმუშაონ პარლამენტში თავიანთი უფლება-მოვალეობების შესრულების კუთხით
- +

10 დეკემბერი. 2021. 12:20

 

 

„ყველა პოლიტიკოსმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ პარლამენტი არის ის ადგილი, საიდანაც უნდა დაიწყოს დიალოგი და დისკუსია. ამაში ვერ დაგვეხმარება ვერავინ, თუ ნება არ იქნება ყველა პოლიტიკური აქტორისგან, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვინდომოთ, ვიპოვოთ საერთო ენა და ის კონსენსუსი, რომელიც ძალიან სჭირდება საზოგადოებას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომლითაც შარლ მიშელს, ჯოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰელს მიმართავენ.

 

კახა კუჭავას თმით, კარგია, რომ პოლიტიკოსები სხვადასხვა ფორმატსა და შესაძლებლობებს მიმართავენ, ხმა მიაწვდინონ და მოუწოდონ ჩვენს პარტნიორებს მათი პოზიციების გატარებისთვის.

 

„ფაქტი ერთია, ყველა პოლიტიკოსმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ პარლამენტი არის ის ადგილი, საიდანაც უნდა დაიწყოს დიალოგი და დისკუსია. ამაში ვერ დაგვეხმარება ვერავინ, თუ ნება არ იქნება ყველა პოლიტიკური აქტორისგან, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვინდომოთ, ვიპოვოთ საერთო ენა და ის კონსენსუსი, რომელიც ძალიან სჭირდება საზოგადოებას. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ გამოიყენოს საპარლამენტო ფორმატი, იმუშაონ პარლამენტში თავიანთი უფლება-მოვალეობების შესრულების კუთხით და შეეცადონ, იყვნენ უფრო მეტად კონსტრუქციულები და შედეგზე ორიენტირებულები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ძალიან სჭირდება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner