ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, გუბერნატორთან გიორგი ურუშაძესთან, საკრებულოს წევრებთან და „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა.
სოფლებში - ნატანებში, თხინვალში, შრომაში და მერიაში ადგილობრივებს სასურსათო პროდუქტები და სხვა საჭირო ნივთები გადასცეს.
„თანამოქალაქეებისგან მოვისმინეთ პრობლემები და საჭიროებები, რომელზეც რეაგირება უმოკლეს დროში მოხდება“, - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
ჰუმანიტარული დახმარება, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზებით, ჯამში 50 ოჯახს გადაეცემა.