logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა
- +

10 დეკემბერი. 2021. 13:10

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, გუბერნატორთან გიორგი ურუშაძესთან, საკრებულოს წევრებთან და „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა.

 

სოფლებში - ნატანებში, თხინვალში, შრომაში და მერიაში ადგილობრივებს სასურსათო პროდუქტები და სხვა საჭირო ნივთები გადასცეს. 

 

„თანამოქალაქეებისგან მოვისმინეთ პრობლემები და საჭიროებები, რომელზეც რეაგირება უმოკლეს დროში მოხდება“, - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

ჰუმანიტარული დახმარება, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა  და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზებით, ჯამში 50 ოჯახს გადაეცემა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner