logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე საბერძნეთის კულტურისა და სპორტის მინისტრს ლინა მენდონის შეხვდა
- +

10 დეკემბერი. 2021. 13:43

 

 

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საბერძნეთის კულტურისა და სპორტის მინისტრს, ლინა მენდონის შეხვდა.

 

 

შეხვედრაზე კულტურის სფეროში პანდემიით გამოწვეული პრობლემების დაძლევის შესახებ ისაუბრეს, ასევე, ყურადღება გამახვილდა სახელოვნებო განათლების რეფორმაზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. 

 

„სახელოვნებო განათლების რეფორმაში ქალბატონმა ლინა მენდონმა ბერძენი ექსპერტების ჩართვა შემოგვთავაზა, რადგან საბერძნეთში სახელოვნებო განათლების კუთხით დიდი ტრადიციები არსებობს და ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ. შეხვედრაზე დავგეგმეთ 2022 წლის ივლისში, ბათუმის ფესტივალის ფარგლებში, ბერძნული საღამოს გამართვა. ვისაუბრეთ ასევე, წამყვან თეატრალურ და მუსიკალურ ფესტივალებში ქართული დასების მონაწილეობის შესაძლებლობაზე, თარგმანების ხელშეწყობასა და თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციაზე ორივე ქვეყანაში. შეხვედრაზე ბერძნული მხარე მიესალმა საელჩოს აქტიურ თანამშრომლობას კულტურის ფონდთან“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner