logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: არაჟნების კონტეინერით საზღვრების დარღვევაში ექს-პრეზიდენტს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია შს ყოფილმა ვიცე-მინისტრმა გიორგი ლორთქიფანიძემ
- +

10 დეკემბერი. 2021. 13:45

 

 

„კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს, მათ შორის გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მრჩეველია. კრიმინალები უკრაინის ხელისუფლებას ნამდვილად არ სჭირდება, განსაკუთრებით საკუთარ სპეცსამსახურებში“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე ეხმარებოდა, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული.

 

„მსჯავრდებული სააკაშვილის საქართველოში შემოპარვისა და დესტაბილიზაციური ტალღის აგორებისთვის აქტიური მზადება აპრილიდან დაიწყო. არაჟნების კონტეინერით ორი ქვეყნის საზღვრების დარღვევაში ექს-პრეზიდენტს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია შს ყოფილმა ვიცე-მინისტრმა გიორგი ლორთქიფანიძემ, რომლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა (სსკ 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილი). რასაკვირველია, კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს, მათ შორის გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მრჩეველია. კრიმინალები უკრაინის ხელისუფლებას ნამდვილად არ სჭირდება, განსაკუთრებით საკუთარ სპეცსამსახურებში. ლორთქიფანიძემ პასუხი უნდა აგოს ორი მეგობარი ქვეყნის - საქართველოსა და უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსების დარღვევაში!“ - წერს facebook-ზე გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner