logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მრჩეველი გია ლორთქიფანიძე ეხმარებოდა სააკაშვილს როგორც უკრაინული, ასევე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაში
- +

10 დეკემბერი. 2021. 14:48

 

 

„პროკურატურამ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. სწორედ გიორგი ლორთქიფანიძემ დაგეგმა სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა და მას შესაბამისი დახმარება გაუწია“, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად პატიმარ სააკაშვილს საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებას შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე უწევდა.

 

„უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გმირია, გმირულად ჩამოვიდა და გმირულად ჩაბარდაო, არადა დადგინდა რომ საქართველოში მისი უკანონოდ შემოსვლა, შემოპარვა აპრილის თვიდან იგეგმებოდა კიევში. დაიგეგმა, რომ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობის მიზნით ჩამოვიდოდა და იქნებ რევოლუციური სცენარიც განვითარებულიყო. მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს, რევოლუცია არ შედგა და ახლა საერთო ეროვნულ შერიგებას, ანუ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, მომავალში კიდევ რომ სცადოს რევოლუციის მოწყობა.

 

პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. სწორედ გიორგი ლორთქიფანიძემ დაგეგმა სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა და მას შესაბამისი დახმარება გაუწია. ბრალდება მას ბრალდება სსკ 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მრჩეველი გია ლორთქიფანიძე დადასტურებულად ეხმარებოდა სააკაშვილს, როგორც უკრაინული კანონმდებლობის დარღვევაში, ასევე საქართველოში უკანონო შემოსვლაში. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და აღმაშფოთებელი ფაქტი, რომელიც უკრაინული მხარის მხრიდან სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. ქართული მხარე არ შეეგუება, რომ პარტნიორმა სახელმწიფომ მსგავსი დანაშაული რეაგირების გარეშე დატოვოს!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner