დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის ამბულატორიაში, შპს „მედაალფას“ კასპის სამედიცინო ცენტრმა უფასო აქცია ჩატარდა.
აქციის ფარგლებში მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, ადგილზე მიეღო ენდოკრინოლოგის, თერაპევტის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, ტრავმატოლოგის, ექოსკოპისტის, გინეკოლოგის და ქირურგის მომსახურება.
აქციით ისარგებლა კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების - კავთისხევის, თვალადის, ეზატის, ქვემო ჩოჩეთის, გუდალეთის, ქვემო ხანდაკის, მირიანის და კარიერის დასახლების მცხოვრებლებმა.
კონსულტაციების და შესაბამისი დანიშნულების მიღების შემდეგ პაციენტებს საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
აქცია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.