logo_geo
eng_logo
ვახტანგ მახარობლიშვილი: ყოველთვის გვაქვს იმედი, რომ ევროკავშირი და დასავლეთის სამყარო კიდევ უფრო მეტ როლს შეასრულებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის
- +

10 დეკემბერი. 2021. 22:23

 

 

„უსაფრთხოების თემატიკა ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტზე. ვისაუბრებთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ რა თქმა უნდა აქცენტებს გავაკეთებთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, სამიტზე აუცილებლად იქნება საუბარი, როგორ შეიძლება ევროკავშირის როლის გაზრდა რეგიონში.

 

„ჩვენ ყოველთვის გვაქვს იმედი, რომ ევროკავშირი და დასავლეთის სამყარო კიდევ უფრო მეტ როლს შეასრულებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ამ ეტაპზე გამიჭირდება თქმა, საბოლოო ჯამში რა ფორმით შეიძლება დაფიქსირდეს ეს თემატიკა დეკლარაციაში. ბოლო პერიოდში გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები ევროკავშირთან უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.

 

ევროკავშირმა ახალი მექანიზმი შეიმუშავა „European Peace facility“ , რომლის ფარგლებშიც ჩვენი ევროპულ მხარესთან მუშაობის შედეგად გამოიკვეთა თანამშრომლობის ახალი მიმართულება და ევროკავშირის მხრიდან დახმარების გამოყოფის შესაძლებლობები. ჩვენ გვქონდა უსაფრთხოების დიალოგი და დიალოგის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ სტრატეგიულ კომპასზეც. ეს იქნება ევროკავშირის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ხედვა და გვაქვს მოკრძალებული მოლოდინი, რომ ჩვენი რეგიონი თავის ადგილს დაიკავებს შესაბამისს დოკუმენტშიც“, - განაცხადა მახარობლიშვილმა.

 

15 დეკემბერს დაგეგმილია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი, რომლის დეკლარაციაში მნიშვნელოვანია ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის პრიორიტეტული საკითხებისა და მოლოდინების ასახვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner