ტელეკომპანია „მაესტროს"გენერალურ პროდუსერად ირაკლი ჩიხლაძე დაინიშნა. "მაესტრომდე", ირაკლი ჩიხლაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი იყო. ის "მოამბის" წამყვანი გახლდათ.
ირაკლი ჩიხლაძე ასევე მუშაობდა ინტერნეტტელევიზია , "ITV"-ში.
"მოლაპარაკება მიმდინარეობდა და გადაწყვეტილება დღეს მიიღო "მაესტროს" ხელმძღვანელობამ. დღეიდან დავინიშნე არხის გენერალურ პროდიუსერად.
ვიწყებთ სამომავლო გეგმებზე მუშაობას, მზადებას ახალი სეზონისთვის, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება. საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები კიდევ უფრო გაძლიერდება. დაემატება ბევრი ახალი გადაცემა.
კონრკეტიკისგან თავს შევიკავებ, უნდა გავეცნო რაღაც დეტალებს. მთელი გუნდი ვაპირებთ, რომ უფრო კარგი ტელევიზია გავაკეთოთ და მეტი წარმატება გვქონდეს", - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ „პირველთან" საუბრისას.