logo_geo
eng_logo
ტელეკომპანია „მაესტროს“გენერალურ პროდუსერად ირაკლი ჩიხლაძე დაინიშნა
- +

1 აგვისტო. 2016. 16:01


ტელეკომპანია „მაესტროს"გენერალურ პროდუსერად ირაკლი ჩიხლაძე დაინიშნა. "მაესტრომდე", ირაკლი ჩიხლაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი იყო.  ის  "მოამბის" წამყვანი გახლდათ.  


ირაკლი ჩიხლაძე ასევე მუშაობდა ინტერნეტტელევიზია ,  "ITV"-ში.


"მოლაპარაკება მიმდინარეობდა და გადაწყვეტილება დღეს მიიღო "მაესტროს" ხელმძღვანელობამ. დღეიდან დავინიშნე არხის გენერალურ პროდიუსერად.

 

ვიწყებთ სამომავლო გეგმებზე მუშაობას, მზადებას ახალი სეზონისთვის, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება. საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები კიდევ უფრო გაძლიერდება. დაემატება ბევრი ახალი გადაცემა.

 

კონრკეტიკისგან თავს შევიკავებ, უნდა გავეცნო რაღაც დეტალებს. მთელი გუნდი ვაპირებთ, რომ უფრო კარგი ტელევიზია გავაკეთოთ და მეტი წარმატება გვქონდეს", - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ  „პირველთან" საუბრისას.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner