logo_geo
eng_logo
ზელენსკის განცხადებით, ჯო ბაიდენმა მას მესიჯი გადასცა, რომ უკრაინა რუსეთში არ შეიჭრება
- +

11 დეკემბერი. 2021. 01:52

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მას მესიჯი გადასცა, რომ უკრაინა რუსეთში არ შეიჭრება.

 

„მესიჯი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისგან მივიღე ის არის, რომ რუსეთმა აშშ დაარწმუნა, რომ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიის ირგვლივ ესკლაციის გაგრძელებას არ აპირებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

10 დეკემბერს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

 

„პრეზიდენტმა ბაიდენმა შეერთებული შტატებისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო და მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები სამხედრო ინტერვენციას ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner