logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანი: მჯერა, რომ დმანისისთვის შემდეგი 4 წელი წარმატებული იქნება
- +

11 დეკემბერი. 2021. 01:53

 

 

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში დმანისის მუნიციპაიტეტში ახლადარჩეულ საკრებულოს სხდომას ეხმიანება და საკრებულოს წევრებს უფლებამოსილების განხორციელების დაწყებას ულოცავს.

 

„ვულოცავ დმანისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელების დაწყებას. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ წევრს და განსაკუთრებით მივულოცო საკრებულოს თავმჯდომარეს პაატა ყულიაშვილს და მის მოადგილეებს . მჯერა, რომ დმანისისთვის შემდეგი 4 წელი წარმატებული იქნება“, - წერს გოგი მეშველიანი

 

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულო უფლებამოსილებას შეუდგა. სხდომა N24 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ნონიაშვილმა გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააცნო.

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით პაატა ყულიაშვილი აირჩეს. კენჭისყრის შედეგად, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა,რამიზ რამაზანოვი მოდგილეებად კი ოლეგი გოშუანი და აზერ ალიევი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner