„იმის ნაცვლად, პრეზიდენტი ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი იყოს, რაღაცებს მიკიბ-მოკიბავს და ქმნის შთაბეჭდილებას , თითქოს ქვეყანა მართლაც ინგრევა", - ამ სიტყვებით აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას.
„ჩემთვის გამაოგნებელი იყო ბრიფინგის ფორმა, შინაარსი, პრეზიდენტის ქცევა... წარმოიდგინეთ, პრეზიდენტთან მიდის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განცხადებით, რომ მიმდინარეობს ზეწოლა მასზე და, ზოგადად, მოსამართლეებზე. პრეზიდენტი, ნაცვლად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელს მოუწოდოს, მის ხელთ არსებული მტკიცებულებები გამოსაძიებლად გადასცეს პროკურატურას, გამოდის და ამბობს, რომ სჯერა გიორგი პაპუაშვილის, რადგან, თურმე, ზეწოლა მის ნათესავზეც ყოფილა. ეს იყო სრულიად არაადეკვატური პასუხი იმაზე, რისთვისაც პაპუაშვილი პრეზიდენტთან მივიდა",- განაცხადა კობახიძემ.