ესპანეთის ნავარის რეგიონში ძლიერი ქარიშხლის შემდეგ მოსულმა უხვმა ნალექმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
რეგიონის დედაქალაქ პამპლონაში წყალმა მანქანები და სახლები დაფარა.
რეგიონულმა მთავრობამ მე-2 დონის წყალდიდობის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ მსგავსი მდგომარეობა, სავარაუდოდ, 11 დეკემბრის საღამომდე გაგრძელდება.
ესპანეთში ქარიშხალი „ბარას“ შემდეგ მოსულმა კოკისპირული წვიმებმა და ტემპერატურის აწევამ მთებზე ყინულის დნობა და მდინარეების სწრაფი ადიდება გამოიწვია.