logo_geo
eng_logo
ესპანეთში ქარიშხალმა და წყალდიდობამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა
- +

11 დეკემბერი. 2021. 16:58

 

ესპანეთის ნავარის რეგიონში ძლიერი ქარიშხლის შემდეგ მოსულმა უხვმა ნალექმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

 

რეგიონის დედაქალაქ პამპლონაში წყალმა მანქანები და სახლები დაფარა.

 

რეგიონულმა მთავრობამ მე-2 დონის წყალდიდობის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ მსგავსი მდგომარეობა, სავარაუდოდ, 11 დეკემბრის საღამომდე გაგრძელდება.

 

ესპანეთში ქარიშხალი „ბარას“ შემდეგ მოსულმა კოკისპირული წვიმებმა და ტემპერატურის აწევამ მთებზე ყინულის დნობა და მდინარეების სწრაფი ადიდება გამოიწვია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner