logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: თუ პატიმარი სააკაშვილი გააცნობიერებს იმას, რაც ჩაიდინა, შეიძლება ციხიდან გათავისუფლებაზე პრეტენზია აღარც დააყენოს
- +

11 დეკემბერი. 2021. 21:27

 

„თუ პატიმარი სააკაშვილი გააცნობიერებს იმას რაც ჩაიდინა, შეიძლება ციხიდან გათავისუფლებაზე პრეტენზია აღარც დააყენოს,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ნებისმიერი შერიგების აქტი სამართლიანობის პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს.

 

„შერიგებაზე როდესაც ვსაუბრობთ სინანულის განცდა ხომ უნდა დაინახოს ერთმა ადამიანმა მეორისგან და კიდევ, მე როგორ უნდა მივუტევო კონკრეტული დაზარალებული ოჯახების ნაცვლად, რა მორალური უფლება მაქვს ერთმა პოლიტიკოსმა მივუტევო - ჩემთვის ცოტა წარმოუდგენია. თუ ეს საზოგადოებაში მომწიფდება და ერთადერთი საფუძველი რამაც ეს შეიძლება მოამწიფოს, არის გულწრფელი სინანული, მაგრამ ეს სინანული არაფერში ჩანს. თუ გააცნობიერებს პატიმარი სააკაშვილი იმას, რომ რაც ჩაიდინა, შეიძლება ციხიდან გათავისუფლებაზე პრეტენზია აღარც დააყენოს. სამართლიანობის პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს ნებისმიერი შერიგების აქტი“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ის პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება

 

6 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა მისი განცხადება, რომლითაც მმართველ გუნდს მიმართავს: „უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner