logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: კონგრესმენების განცხადების შინაარსი ძალიან მნიშვნელოვანია - ეს სიკეთე ხელშესახები და თვალსაჩინო იქნება თითოეული მოქალაქისთვის
- +

11 დეკემბერი. 2021. 21:28

 

„კონგრესმა მოუწოდა სავაჭრო პალატის წარმომადგენლობას, რომ უფრო აქტიურად იმუშაოს საქართველოსთან, რათა მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და მოხდეს საინვესტიციო პოლიტიკის გააქტიურება აშშ-ის მხრიდან საქართველოში. ეს სიკეთე ძალიან ხელშესახები იქნება თითოეული მოქალაქისთვის,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ გარკვეულწილად ვართ მათი დასაყრდენი რეგიონში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი უსაფრთხოებისთვის, სუვერენიტეტის აქტიური მხარდაჭერის და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალურ კონტექსტში ყოველმხრივ. მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ, თუ უსაფრთხოების პარამეტრები არ იყო დაცული და თუ არ იქნება სტაბილურობის განცდა, რთული იქნება ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებაზეც საუბარი.

 

ამ ვიზიტის და კონგრესმენების დღევანდელი განცხადების შინაარსი ამ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გადავედით უკვე კონკრეტულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე უფრო აქტიურ ფაზაში, ანუ, კონგრესმა მოუწოდა სავაჭრო პალატის წარმომადგენლობას, რომ უფრო აქტიურად იმუშაოს საქართველოსთან, რათა მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და მოხდეს საინვესტიციო პოლიტიკის გააქტიურება აშშ-ის მხრიდან საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ძალიან ხელშესახები იქნება თითოეული მოქალაქისთვის ეს სიკეთე, რაც გაზრდის ჩვენ პოტენციალს, როგორც ეკონომიკურს ასევე თითოეული მოქალაქისთვის იქნება აშშ-ის ეს მხარდაჭერა ძალიან თვალსაჩინო და ხელშესახები.

 

ეს პოლიტიკური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ რეგიონალურ კონტექსტში და იმ ესკალაციის პირობებში, რომელიც ჩვენს რეგიონში სამეზობლოში ვითარდება. მითუმეტეს მნიშვნელოვანია ეს გზავნილი განვლილი დღეების განმავლობაში ჩვენს რეგიონში გაკეთებული განცხადებების ფონზე, როდესაც რუსეთი ცდილობს რომ რაღაც წითელი ხაზები მონიშნოს, რეგიონში და აშშ-ს ესაუბრება გარკვეულ წითელ ხაზებზე და აქ აშშ-ს პასუხია არა ის, რომ ასე ვთქვათ გავლენის სფეროებს თმობს ჩვენს რეგიონში, არამედ პირიქით.

ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი და ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ მყარად დგას ამ რეგიონში და აპირებს ამ ურთიერთობების გაღრმავებას. ეს არის „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგიც“, - განაცხადა დავითულიანმა.

 

ამერიკელი კონგრესმენები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით მიმართავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner