logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: ჩინური ვაქცინებით აცრის შემთხვევაში, უმჯობესია, რომ „ბუსტერ“-დოზა „ფაიზერის“ ვაქცინით გაკეთდეს
- +

11 დეკემბერი. 2021. 21:29

 

 

„რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვამბობდით, რომ „ბუსტერ“-დოზის გაკეთება ჩინური ვაქცინების შემთხვევაში შესაძლებელია ისევ ამ ტიპის ვაქცინით, ახლა ეს დამოკიდებულება შეცვლილია და უმჯობესია, რომ „ბუსტერ“-დოზა გაკეთდეს „ფაიზერის“ ვაქცინით,“ - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„საქართველოს რეალობაში ჩვენ ოთხი ტიპის ვაქცინა გვაქვს ქვეყანაში გამოყენებული. „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“ აუცილებლად საჭიროებს „ფაიზერის“ „ბუსტერ“-დოზას, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ „ასტრაზენეკა“ საქართველოში აღარ არის, მაგრამ ჩინური ვაქცინების შემთხვევაშიც „ომიკრონის“ საფრთხის გათვალისწინებით, ასევე აუცილებელია [„ბუსტერ“-დოზით] ვაქცინაცია ჩატარდეს „ფაიზერით““, - განაცხადა ჩხაიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner