logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, დღეში 3 500 კორონავირუსის ახალი შემთხვევა ძალიან ბევრია
- +

11 დეკემბერი. 2021. 23:41

 

„ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის დღეში 3 500 კორონავირუსის ახალი შემთხვევა ძალიან ბევრია,“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პირველ არხს“ განუცხადა.

 

„სიკვდილიანობა არ შემცირდება სანამ ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა ათასს ქვემოთ არ ჩამოვა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 886 364 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 827 676, გარდაიცვალა 12 695 პაციენტი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner