logo_geo
eng_logo
ზაზა წერეთელი: ყოველდღე ახალებურად გამოწყობილი გვმოძღვრავს ტელევიზორებიდან და იმედი მაქვს არ გადაუხვევს ამ გზიდან
- +

11 დეკემბერი. 2021. 23:42

 

ჯანდაცვის ექსპერტი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

 

ექსპერტი აღნიშნული პოსტით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ჩაცმის სტილს აფასებს.

 

“ქალბატონ გიულის რომ ვუყურებ ერთი საკითხი მადარდებს ძალიან… აქვთ თუ არა მას მინიმუმ 6 ჯერ 365 – 2190 წყვილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი. ყოველდღე ახალებურად გამოწყობილი (ალბათ ნერვიულობის გამო, ამაში გადააქვს ყურადღება) გვმოძღვრავს ტელევიზორებიდან და იმედი მაქვს არ გადაუხვევს ამ გზიდან… თუ რამეა, ვფიქრობ კარგი იქნება ფონდი შეიქმნას მისთვის ტანსაცმელ ფეხსაცმელის შესაძენად, რამეთუ როგორც დიქტატორმა განაცხადა, ისინი ძალზედ ღარიბულად ცხოვრობენ, ქალბატონი კი ყოველდღე ახალში უნდა იყოს გამოწყობილი! საქართველოს სირცხვილი იქნება მან თუ ერთი და იგივე ტანსაცმელი ორჯერ ჩაიცვა,” – წერს ზაზა წერეთელი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner