ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი ქალთა დღესთან დაკავშირებით ვეტერან ქალბატონს, ჟურნალისტ ნარგიზა ლომთაძეს სახლში ესტუმრა და ქალთა დღე მიულოცა.
ნარგიზა ლომთაძე ავტორია წიგნისა „უკვდავება". წიგნი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების უკვდავყოფას ეძღვნება.
ირაკლი შიხიაშილმა და ნარგიზა ლომთაძემ ვეტერანებისთვის დაგეგმილ სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრეს.
„ქალბატონმა ნარგიზამ თავის წიგნში გააცოცხლა ის გმირები, რომლებმაც თავის ქვეყანას შესწირეს თავი, სწორედ ასეთ ღირსეულ ქალბატონებზე დგას ჩვენი სახელმწიფოს წარსული, აწმყო და მომავალი", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.