„გილოცავთ რეფერენდუმის დანიშვნამდე ერთი ნაბიჯი დარჩა!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე წერს.
როგორ ჩემთვის ცნობილი გახდა, დღეს „ცესკომ" საქართველოს კანონის რეფერენდუმის შესახებ მე-12 მუხლის, მე-2 პუნქტის შესაბამისად პრეზიდენტს 224 000 ხელმოწერა გადაუგზავნა!
შეგახსენებთ სარეფერენდუმო საკითხი ეხება "ქორწინების საკითხის განსაზღვრებას". სარეფერენდუმო საკითხის საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: სანადრო ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე, ზვიად ტომარაძე, მერაბ შათირიშვილი და გიორგი გიგაური.
დიდი მადლობა „ცესკოს", რადგან მიუხედავად იმისა, რომ ერთთვიანი ვადა ჰქონდა ხელმოწერების გადასამოწმებლად და პრეზიდენტისთვის გადასაგზავნად, ეს პროცედურა დაჩქარებულ რეჯიმში 4 დღეში შეასრულა. ახლა საქართველოს პრეზიდენტს 8 აგვისტომდე აქვს ვადა, დანიშნოს რეფერენდუმი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად", - წერს ზვიად ტომარაძე.