logo_geo
eng_logo
დეკანოზ შალვა ჯაჯანიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერთაწმინდის ტაძრის კედელი დააზიანეს, სიცრუეა
- +

11 დეკემბერი. 2021. 23:46

 

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, სადაც თითქოსდა ერთაწმინდის უძველეს ტაძარში სასულიერო პირებმა ღუმელი დადგეს და ეკლესიის კედელი დაზიანდა, სიმართლეს არ შეესაბამება,“ – ამის შესახებ მამა შალვა ჯაჯანიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ფოტო მასალა ძველია და იქამდეა გადაღებული, ვიდრე ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდებოდა.

 

სასულიერო პირი ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ეკლესიის მიმართ ცრუ და ცილისმწამებლური ბრალდებები იმის.

 

„ეს არის ძალიან ძველი სურათი, ამ ტაძარს ათ წელზე მეტია ჩაუტარდა რესტავრაცია და მსგავსი რამ იქ უკვე მრავალი წელია აღარ არსებობს. ეს ყველაფერი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, – განაცხადა დეკანოზმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner