logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: როდესაც ვლაპარაკობთ დიალოგზე, კონსენსუსზე, დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი არ გულისხმობს იმას, რომ დამნაშავემ პასუხი არ უნდა აგოს
- +

12 დეკემბერი. 2021. 00:54

 

„პოლარიზაციის ხარისხი დიახ არის მაღალი და ქალბატონ სალომეზე [ზურაბიშვილი] უკეთ არავინ იცის, ვინაა პოლარიზაციის გამომწვევი ერთადერთი წყარო საქართველოში. ესაა „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

 

„ქალბატონ სალომეზე უკეთ ალბათ არავის ახსოვს ის ტყუილი, ის ცილისწამება, რაც მან გამოსცადა, როდესაც იყრიდა კენჭს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე, როდესაც ადამიანს, რომელიც არის ამ ქვეყნის უდიდესი პატრიოტი, რომელიც არის პატრიოტი მისი წინაპრებით და შთამომავლობით, რომელთა ერთადერთი მიზანი იყო ამ ქვეყნის მსახურება, დააბრალეს რუსეთის აგენტობა, მსახურება და დააბრალა ვინ - ადამიანმა, რომელიც იყო რუსეთის „კა გე ბეს“ ჩვეულებრივი თანამშრომელი, რომელიც მისი ოპონენტი იყო. ქალბატონ სალომეზე უკეთ არავინ იცის ვინაა საქართველოში დესტაბილიზაციის წყარო და ვისგან მოდის დაპირისპირების და პოლარიზაციის სული.

 

ქალბატონ სალომეს არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესაც ვლაპარაკობთ დიალოგზე, კონსენსუსზე და პოლარიზაციის შემცირებაზე, ის ნამდვილად არ გულისხმობს და არ იგულისხმებს იმას, რომ დამნაშავემ პასუხი არ უნდა აგოს.“, - განაცხადა სუბარმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ის პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner