„თუ ამ ახალი შტამის პირობებში მოსახლეობა არ იქნება ვაქცინირებული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობას შეძლებისდაგვარად არ შევამსუბუქებთ, ძალიან რთული ზამთარი გველოდება, რადგან წინ არის ბევრი სადღესასწაულო დღე, რაც თავის მხრივ გაზრდის მობილობას ქალაქებს შორის, ქალაქებშიც და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ინფექციის უკონტროლო გავრცელებას“, - ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა მაია კაშიამ „ქრონიკას“ განუცხადა.
„მოსახლეობას მოვუწოდებთ, პირბადის წესის დაცვას, სოციალურ დისტანციას, მობილობის შემცირებას, პირადი ჰიგიენის დაცვას. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ჩვენმა მოსახლეობამ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ არის ვირუსული ინფექციების სეზონი, აუცილებელია თავი დაიცვან როგორც სეზონური გრიპისგან, ასევე კორონავირუსისგან“, - აღნიშნა მაია კაშიამ.