logo_geo
eng_logo
მაია გაბუნია: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ამერიკის მიმართულებით ექსპორტი საქართველოდან ყოველწლიურად დამატებით გაიზრდება 19%-ით
- +

12 დეკემბერი. 2021. 15:04

 

 

„გავაკეთეთ კვლევა ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის შესახებ, რომელიც განახორციელა საკონსულტაციო კომპანია Pwc-მ. ამ კვლევის თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ორ ქვეყანას შორის მომგებიანი იქნება ორივე მხარისთვის“, - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ გაბუნიამ.

 

„თუ უფრო კონკრეტულ ციფრებზე ვისაუბრებთ, მაგალითად შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ამერიკის მიმართულებით ექსპორტი საქართველოდან ყოველწლიურად დამატებით გაიზრდება 19%-ით. ეს არის ამ კვლების შედეგი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაიზრდება უცხოური ინვესტიციების რაოდენობა, მათ შორის ამერიკული ინვესტიციების. ტურისტული ნაკადები გაიზრდება ამერიკიდან. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები დადო ამ კვლევამ. ჩვენ ეს კვლევა ამერიკულ მხარეს გადავეცით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კვლევის შედეგების გათვალისწინებითაც მოხდება ამ გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

ამერიკელი კონგრესმენები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით მიმართავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner