ახალქალაქში შუახნის მამაკაცმა ყოფილ ცოლსა და მის ოჯახს სხვადასხვა სახის ჭრილობები მიაყენა. დაჭრილია 5 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვიც. ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
კაცმა ყოფილ ცოლსა და მის ოჯახს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. ბრალდებული დაკავებულია. სამართალდამცველები მას ოთხი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.