logo_geo
eng_logo
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება
- +

1 აგვისტო. 2016. 17:02


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება.


დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ და შპს „ჯორჯიან ბილდინგ კომპანიას" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ჯოჯიშვილმა, ხიდის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მოაწერეს.


ცერემონიას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელი, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და სოფლის მცხოვრებლები დაესწრნენ.


როგორც გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ აღნიშნა, სტიქიის დროს საავტომობილო ხიდს ადიდებულმა მდინარე გუბაზეულმა ერთი მალი გამოაცალა, რის გამოც ხიდზე გადაადგილება როგორც ავტომობილებისათვის, ასევე, ფეხით მოსიარულეებისთვისაც სახიფათო იყო. ადგილობრივები ამ დრომდე საცალფეხო ხიდით სარგებლობდნენ.


„ვულოცავ ხიდისთავის მოსახლეობას დღევანდელ დღეს. ეს არის მასშტაბური და საკმაოდ მოცულობითი პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 700 000 ლარს შეადგენს. ამ პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი დეპუტატს, ბატონ თემურ ჭკუასელსა და მუნიციპალიტეტს მიუძღვის. შპს „ჯორჯიან ბილდინგ კომპანია" სამშენებლო სამუშაოებს ექვს თვეში დაასრულებს",-  განაცხადა გია სალუქვაძემ.


დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ ხიდისთავის ბაღის მშენებლობაც მოინახულეს, რომლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner