logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ახლა ჩვენ ვუყურებთ ტრაილერით გადმოზიდული "ტვირთის" მონაწილეობით გადაღებული ტრილერის ტრეილერებს! - კინო როდის იქნება?
- +

12 დეკემბერი. 2021. 19:14

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

„ტრილერი - მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ან ლიტერატურული ნაწარმოები.

ტრეილერი - ფილმის სარეკლამო კლიპი.

ტრაილერი - ავტომანქანა, რომლითაც გადააქვთ მძიმე, მაგრამ არამოცულობითი ან მსუბუქი, მაგრამ მოცულობითი ტვირთი.

ჰოდა, ახლა ჩვენ ვუყურებთ ტრაილერით გადმოზიდული დამძიმებული, მაგრამ არამოცულობითი "ტვირთის" მონაწილეობით გადაღებული ტრილერის ტრეილერებს!

კინო როდის იქნება, კინო?!“, - წერს მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner