საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
„ტრილერი - მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ან ლიტერატურული ნაწარმოები.
ტრეილერი - ფილმის სარეკლამო კლიპი.
ტრაილერი - ავტომანქანა, რომლითაც გადააქვთ მძიმე, მაგრამ არამოცულობითი ან მსუბუქი, მაგრამ მოცულობითი ტვირთი.
ჰოდა, ახლა ჩვენ ვუყურებთ ტრაილერით გადმოზიდული დამძიმებული, მაგრამ არამოცულობითი "ტვირთის" მონაწილეობით გადაღებული ტრილერის ტრეილერებს!
კინო როდის იქნება, კინო?!“, - წერს მძინარაშვილი.