logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: წორედ ფსიქოფატ-სოციოპათმა სააკაშვილმა და მასავით ფსიქოპატ-სოციოპათ არსებებით დაკოპლექტებულმა “ნაცხროვამ”, შექმნა ქართული ფაშიზმი!
- +

12 დეკემბერი. 2021. 19:15

 

 

სწორედ ფსიქოფატ-სოციოფატმა სააკაშვილმა და მასავით ფსიქოპატ-სოცოპატ არსებებით დაკოპლექტებულმა “ნაცხროვამ”, შექმნა ქართული ფაშიზმი!  უფრო მახინჯი ვიდრე გერმანული! ვინაიდან გერმანელი ნაცისტებისგან განსხვავებით, ქართველი ნაცისტები საკუთარ ხალხზე ძალადობდნენ”, - ამის შესახებ ქართული მარშის“ გენერალურმა მდივანი ირაკლი შიხიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გუშინ, “Viasat History”-ის სატელევიზიო არხზე, ვუყურებდი ნაცისტური გერმანიის 21 ლიდერის, ნიუმბერგის, სასამართლო პროცეზე შექმნილ დოკუმენტურ ფილმს! სადაც ფაშისტებს, რომელთაც ბრალი ედებოდათ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში, თავი წარმოუდგენლად უტიფრად ეჭირათ! სასამართლო პროცესზე აჩვენეს შემზარავი დოკუმენტური მასალა, ფირზე იყო აღბეჭდილი საკონცენტრაციო ბანაკებში ჩადენილი ენით აუწერელი წამების ფაქტები! ისეთი გამაოგნებელი კადრები იყო, რომ ნორმალურ კაცს ძარღვებში სისხლს გაუყინავს!

მაგრამ ამ მხეცების ხროვას, გერინგის თამადობით, როდესაც დაუსვეს კითხვა, ინანიებდნენ თუ არა გაუგონარი სისასტიკით ჩადენილ თავიანთ დანაშაულებს, ამპარტავნებით და პატივმოყვარეობის ხიბლით შეპყრობილმა ოცდაერთივე ბრალდებულმა ამაყად უპასუხა-არა!!! რატომ?!  იმიტომ, რომ ისინი იყვნენ სინდისისგან და სინანულისგან აბსოლუტურად დაცლილი არსებები!  ეს არის ფსიქოფატიის და სოციოფატიის თვისება-ადამიანი გადააქციოს სინანულისგან დაწრეტილ-გადაგვარებულ სულის არსებად! მეტიც, ნაცისტი ჯალათები, გამარჯვებულ კოალიციას პოლიტიკურ ანგარისწორებაში ადანაშაულებდნენ,  სასამართლოს ფარსს უწოდებდნენ! ბრალდებებს-გამოგონილს! უნებლიედ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო და პოლიტიკური პროცესი გამახსენდა! ფსიქოპატ არსებებს არ აქვთ ეროვნება, სინანული, სხვისი აზრის პატივისცემის უნარი, თავმდაბლობა!

მიაჩნიათ, რომ ყოველთვის მართლები არიან!

საკუთარი მიზნების და ინტერესებისთვის შეუძლიათ ფეხქვეშ გათელონ, აწამონ ადამიანები, საზოგადოება!

გაანადგურონ ტრადიციები!

გადააკეთონ ისტორია!

აუმხედრდნენ ეკლესიას!

დაგმონ ღმერთი!

სწორედ ფსიქოფატ-სოციოფატმა სააკაშვილმა და მასავით ფსიქოპატ-სოცოპატ არსებებით დაკოპლექტებულმა “ნაცხროვამ”, შექმნა ქართული ფაშიზმი!  უფრო მახინჯი ვიდრე გერმანული!

ვინაიდან გერმანელი ნაცისტებისგან განსხვავებით, ქართველი ნაცისტები საკუთარ ხალხზე ძალადობდნენ! დღესაც მიზანმიმართულად, ყველაფრის კადრების, ყველაფერზე წასვლის ფასად ცდილობენ ძალაფლების კვლავ ხელში ჩაგდებას!

ოღონდ თავიანთ დუჟმორეულ გავეშებულ წადილს, ქართველი ერის ნება-სურვილად ასაღებენ!

ოცნების მიუტევებელი დანაშაულია ჯალათ-ფსიქოპატ სააკაშვილთან და მის ნაცხროვასთან, გულისამრევი კეკლუცობა 9 წლის განმავლობაში, რათა ხელისუფლება შეენარჩუნებინა!

ამით ოცნება წლობით, ხალხზე ზრუნვის ნაცვლად სააკაშვილის ფაშიზმის რეინკარნაციას ემსახურებოდა!

დღესაც სააკაშვილის ფსიქოფატიური ჭირვეულობების და მისი კუჭნაწლავის მოქმედებაზე დაკვირვებითაა კვლავ დაკავებული ოცნება!

ხალხი?! ხალხი ვის დაკარგვია! ხალხი?! ვის ახსოვს!!!

ამიტომაც სააკაშვილი და მისი ხროვა უნდა გასამართლდნენ სამართლიანი და უმკაცრესი სასამართლო პროცესით!

და ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალონ, როგორც აიკრძალა ფაშიზმი!

ხოლო ნაცხროვისგან განთავისუფლება ავტომატურად დაამთავრებს ოცნებას, ვინაიდან ხელისუფლების შენარჩუნების მთავარი საყრდენი ჩამოეშლება!!        

სხვანაირად არც მშვიდობა და არც განვითარება ჩვენს სამშობლოს არ უწერია!

მე ასე მეფიქრება!“, - წერს შიხიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner