logo_geo
eng_logo
ნუკა არველაძე: რაც არ უნდა მოიგონოთ, საქართველომ გაიგო, რომ სიმსივნის მკურნალობა მალე უახლესი აპარატურით - ციკლოტრონით იქნება შესაძლებელი და ის ფონდმა ,,ქართუმ'' შეიძინა 40 მლნ ევროდ
- +

12 დეკემბერი. 2021. 19:25

 

 

„რაც უნდა იდიოტზმი მოიგონოთ, დღეს #საქართველომ გაიგო, რომ სიმსივნის მკურნალობა საქართველოში მალე უახლესი და ძალიან მაგარი აპარატურით - ციკლოტრონით - იქნება შესაძლებელი და ის ფონდმა ,,ქართუმ''  შეიძინა 40 მლნ ევროდ“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში წერს „ნაცმოძრაობისა“ და ტელეკომპანია „პირველის“ მისამართით.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement

TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი!!!

 ვფიქრობდი დღეს რომელი საზეპირო მოგცეთ, ხოდა, მოდი მაინც გახსოვდეთ კარგად ეს ადამიანები - #ბიძინაივანიშვილი

 - რაც უნდა იდიოტზმი მოიგონოთ, დღეს #საქართველომ გაიგო, რომ სიმსივნის მკურნალობა საქართველოში მალე უახლესი და ძალიან მაგარი აპარატურით - ციკლოტრონით - იქნება შესაძლებელი და ის ფონდმა ,,ქართუმ''  შეიძინა 40 მლნ ევროდ.

  - ეს ცინცხალი, დღევანდელი ამბავია გარდა იმ სამი მილიარდისა და თქვენი ბელადის პოლიტიკიდან ჩაქვესკნელებისა.

Irakli Garibashvili, Kakha Kaladze, Irakli Kobakhidze  - ახლა თქვენი ფანტაზია ამ სამი ადამიანის ხაზზე დგას.

  - თქვენი ჩიტი სამივესთან შუაზეა გახლეჩილი, ალბათ როგორც ქორწილების თავი კაცები? მესმის, მესმის თქვენი ტკივილები, თავპირის მტვრევა,  გოდება და გვემა!!!

 ზუსტად იცით ირაკლი ღარიბაშვილის და კახა კალაძის ავტორიტეტიც და ქართული ოცნების დაფუძნების დღიდან  ბიძინა ივანიშვილისთვის უღალატო და ერთგულია ორივე. ალბათ კობახიძე სუსტი რგოლი გგონიათ და სწორედ ამიტომაც გაწყობთ გამოიგონოთ შიდა კარის ვითომ კულუარებიდან გამოტანილი ამბავი

 - არადა, მასე რომ იყოს, დღეს მართლა დაშლილი იქნებოდა ოცნება და თქვენც გახარებული, მაგრამ ვერ მოგართვით. კობახიძე ბევრად ამოუცნობია ვიდრე წარმოგიდგენიათ და დამიჯერეთ მოვა დრო საინტერესო ამბავს მოვყვები მასზე,  დადასტურებული ფაქტებით... უბრალოდ ჯერ არ მეჩქარება.

 ამიტომაც ინერვიულეთ დორბლას მიმდევრებო, დაიღალეთ, ტვინები აიხადეთ - რაც მეტი სისულელე, მით უკეთესი. და კიდევ არ დაივიწყოთ - #რაცგინახავთვეღარნახავთ!“, - წერს არველაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner