„ბიძინა ივანიშვილი, რაც არ უნდა ნეიტრალურად და ფაქტობრიობის დონეზე ახსენოს ვინმემ, აშინებს და აღიზიანებს ოპოზიციას“, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.
„რუსეთის პრეცედენტი კიდევ უფრო საშიში იყო შენი ქვეყნის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოში რაღაც წერია. ეს რაღაც არის სწორი და სვამ შეკითხვას, იძლევა თუ არა სხვანაირი, რუსეთის ხელსაყრელი ინტერპრეტაციის საშუალებას. პირველი და მთავარი არის ის, რომ არ იძლევა, შეუძლებელია ასე მონათლო და წაიკითხო. თუ რუსეთის ინტერესის გატარება არ გინდა და ჰიბრიდულ ომში შენდა უნებურად თუ განზრახ ჩართვა. რომ იძლეოდეს, როგორ შეიძლება ეს შენი პირიდან ამოვიდეს, საქართველოს მოქალაქის პირიდან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.