logo_geo
eng_logo
მიხეილ ჩხენკელი: ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი
- +

12 დეკემბერი. 2021. 22:19

 

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი, შესაბამისად, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ის ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში.

 

„რასაკვირველია ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი. შესაბამისად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ის ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში. სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი არის სრულად გამჭვირვალე და გრიფირების პროცესის დროს ყველას აქვს შესაძლებლობა იხილოს წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტები და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირონ. გრიფირების პროცესში მონაწილეობას იღებენ ჩვენი წამყვანი სპეციალისტები და შესაბამისად ჩვენ გვაქვს მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. პირველ რიგში მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ კატეგორიულად მიუღებელია სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების სფეროს მიზანმიმართულ განადგურებაში“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner