„ნაციონალურ მოძრაობა“ იყო ხელისუფლება, რომელსაც ზღვაში გაჰყავდა ადამიანები, ხვრეტდა და წყალში ძირავდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
„იმის ნაცვლად, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს სინანული ჰქონდეს მბობენ, რომ „ქართული ოცნება“ არ ამბობს, თორემ სიამოვნებით გაგვიყვანდნენ გემით და ზღვაში ჩაგვძირავდნენო. წარსული ცოდვები არ ასვენებთ და ქვეცნობიერში ამოხეთქავს ხოლმე იმიტომ, რომ ზუსტად ეს იყო ხელისუფლება, რომელსაც ზღვაში გაჰყავდა ადამიანები, ვინცა არ მოსწონდათ, ღალატს აბრალებდნენ, ხვრეტდნენ და წყალში ძირავდნენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.