logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ხომ შეიძლება ერთხელ მაინც რაღაცამ გაგვაერთიანოს, დღეს პანდემია ყველაზე მაღალი პრიორიტეტია
- +

12 დეკემბერი. 2021. 22:52

 

 

„ხომ შეიძლება ერთხელ მაინც რაღაცამ გაგვაერთიანოს, დღეს პანდემია ყველაზე მაღალი პრიორიტეტია. ყოველდღიურად ამ დაავადებით 60-80 ადამიანი რომ გიკვდება, ეს ხომ ტრაგედიაა?“, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

 

„დღეს ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა. ერთადერთი ის არის, რომ მეტად არ უარესდება. მეხუთე ტალღა ქვეყანაში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაიწელა. თითქოს მშვიდდება სიტუაცია, პიკი გადავიარეთ, მაგრამ ეს დამშვიდება არ ჩამოდის იმ დონემდე, რომ თვითკმაყოფილებას მივეცეთ. არ უარესდება, თორემ მდგომარეობა არ უმჯობესდება. ეს ერთი მხრიდან სამართავი არ არის, ამას სჭირდება ორმხრივი მართვა. საზოგადოება და ის ვინც ამ სიტუაციას მართავს ერთ ნავში უნდა ისხდნენ. ის პოლარიზაცია, რაც ქვეყანაში დღეს არსებობს ძალიან უწყობს ხელს იმას, რომ ეს სოლიდარობა დღეს არ არის. ხომ შეიძლება ერთხელ მაინც რაღაცამ გაგვაერთიანოს, დღეს პანდემია ყველაზე მაღალი პრიორიტეტია. ყოველდღიურად ამ დაავადებით 60-80 ადამიანი რომ გიკვდება, ეს ხომ ტრაგედიაა? პირბადის ტარება ყოველ დღეს ქვემოთ და ქვემოთ მოდის. პირბადის ტარება ხომ მარტივია. პირბადის ტარება ყოველთვიურად გადაარჩენს 100-150 ადამიანის სიცოცხლეს. 500 აცრილი ადამიანია რის 1 გადარჩენილი სიცოცხლე. ხომ შეიძლება ამაზეც შევთანხმდეთ და იყოს კონსენსუსი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner