logo_geo
eng_logo
ისტორიკოსი გიორგი კალანდია: ტყუილად ვდავობთ, როგორ შეიძლება, ისტორიის წიგნში არ იყოს შეტანილი საქართველოს პირველი პირი
- +

12 დეკემბერი. 2021. 23:21

 

 

„სახელმძღვანელო გულდასმით წავიკითხე და იქ სადავო არაფერია. ტყუილად ვდავობთ, როგორ შეიძლება, არ იყოს შეტანილი ისტორიის წიგნში საქართველოს პირველი პირი?!“, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, გიორგი კალანდიამ „იმედის კვირას“ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოზე საუბრისას განუცხადა.

 

„ეს გვინდა? აქ არის ფოტო დაფარული ფურცლით, გააქრეს ადამიანი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო ასეთი ფაქტები, რომ აქრობდნენ ისტორიიდან ადამიანებს და ამას ერქვა 37 წელი, ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან!

მე ძალიან კარგად ვიცნობ სახელმძღვანელოების ავტორებს და ისინი არიან უმაღლესი დონის პროფესიონალები, აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანები. თავად ტექსტებიც, ვიტყოდი, არის ძალიან მოზომილი, ზედმეტად ფრთხილი. კარგად იგრძნობა, რომ წიგნის ავტორები ცდილობენ, მოზარდის ფსიქიკა არ დააზიანონ რაიმე ინტერპრეტაციით. ამიტომ, ძალიან მშრალი ფაქტებია წარმოდგენილი“, - განაცხადა კალანდიამ.

 

ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღება მოითხოვა. მათი განმარტებით, სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner