logo_geo
eng_logo
ზაზა სოფრომაძე: სააკაშვილს ეშინია იმის, რაც მას ელოდება
- +

13 დეკემბერი. 2021. 01:41

 

 

„სააკაშვილს ეშინია. ეშინია იმის, რაც მას ელოდება“, - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ზაზა სოფრომაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

 

„სააკაშვილს ბოდიში და მონანიება ბრალის აღიარება ჰგონია. პიროვნული თვისებებიც განაპირობებს ამას, მე ძალიან კარგად ვიცნობ მას. ყოველდღე ჩვენ მისგან ვისმენთ ცინიზმს. ესეც მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარეობს, ცდილობს ამ ცინიზმით გადაფაროს აღიარება. რაც არ უნდა გაექცეს, არ შეიძლება ეს მასზე ქვეცნობიერად არ მოქმედებდეს. როგორც ექიმი ვამბობ, რომ შესაძლოა მისი მდგომარეობაც ამით იყოს გამოწვეული. რაც არ უნდა იმაგროს თავი, დოჩანაშვილს აქვს კარგი ფრაზა - ძილის წინ დაძინებამდე დგება წამი, როდესაც ჩვენ თავთან მარტო ვრჩებით. მარტო რჩება ყველაფერთან რაც ჩაუდენია, რაც დააშავა, რამდენი ადამიანი გააუბედურა, რამდენი აწამა და ა.შ. ესეც ახდენს მასზე გავლენას. სააკაშვილს ეშინია. ეშინია იმის რაც მას ელოდება“, - აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner