„შერიგება არ ნიშნავს, რომ ვიღაც სასჯელისგან გავათავისუფლოთ, თუ ასეთი რამ მან ჩაიდინა“, - ამის შესახებ ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მან ისაუბრა შერიგების პროცესის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რას ითვალისწინებს ის.
„ჩემი აზრით, შერიგება ეს არის სრულიად ახალი, ევროპული პოლიტიკური კულტურის შემოტანა ქვეყანაში და არა ის, რომ ვიღაც სასჯელისგან გავათავისუფლოთ ან ვინმეს რაღაც ვაპატიოთ. ეს არ არის შერიგების ნაწილი. შერიგების ნაწილი ცოტა სხვაგან უნდა ვეძებოთ და თუ ამისთვისაა ქართული პოლიტიკური სპექტრი მზად, ეს ძალიან კარგი პროცესი იქნება“, - დასძინა სამუშიამ.