logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: თუ ვინმეს რეალურად სურს, რომ შერიგებისკენ წაიყვანოს დაპირისპირებული მხარეები, აუცილებელი არაა რაღაც ახალი ფორმატების გამოგონება - პოლიტიკურმა ძალებმა მეტი კონსტრუქციულობა უნდა გამოავლინონ
- +

13 დეკემბერი. 2021. 10:53

 

„დიდი პოლიტიკური შერიგების“ ახალი ფორმატების შეთავაზების ნაცვლად, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ მეტი კონსტრუქციულობა გამოიჩინოს. როგორც სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, შერიგებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც „ნაცმოძრაობა“ ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.

 

„თუ ვინმეს რეალურად სურს, რომ შერიგებისკენ, მეტი დიალოგისკენ და კომუნიკაციისკენ წაიყვანოს დაპირისპირებული მხარეები და მეტი იზრუნოს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისთვის, ამისთვის, აუცილებელია არა რაღაც ახალი ფორმატების გამოგონება და ვინმესთვის ცოტა უცნაური და უხერხული ფორმების შეთავაზება, არამედ, მნიშვნელოვანია, რომ იმავე პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ინიციატივებს აყენებენ, მეტი კონსტრუქციულობა გამოავლინონ საზოგადოების წინაშე“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე.

 

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner