„და ამბობენ, რომ პაციენტ სააკაშვილის განკურნება საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელია!“- ამის შესახებ ჟურნალისტი ბონძო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„გამოდიან ბუმბერაზი პროფესორები - ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, ნევროლოგები, ნევროპათოლოგები, ისე პათოლოგები, ენდოკრინოლოგები, გასტროენტეროლოგები, კარდიოლოგები, ჰემატოლოგები, ჰისტოლოგები... და ამბობენ, რომ პაციენტ სააკაშვილის განკურნება საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელია!
კაცო, თუ პაციენტ სააკაშვილისთვის ვერ გიშველიათ, აბა, თქვენ რისი ექიმები ხართ და ვის უნდა უშველოთ?!