ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, „ომიკრონის“ შტამის მიმართ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების პრეპარატების ე.წ.შერეული იმუნიზაცია გაცილებით ეფექტიანია. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს ბუსტერ-დოზებით იმუნიზაციისკენ. მისი თქმით, ვაქცინის დამატებითი დოზა „ომიკრონისგან“ „ოპტიმალურ" დაცვას უზრუნველყოფს.
„პირველადი კვლევები გვიჩვენებს, რომ, „ბუსტერის“ ადმინისტრირებისას, ის უზრუნველყოფს მომხმარებლის მაღალ დონეზე დაცვას და კარგად მოქმედებს „ომიკრონის“ წინააღმდეგ“, - განაცხადა ფაუჩიმ სატელევიზიო ჩართვისას.
შეგახსენებთ, კომპანია „Pfizer/BioNTech“-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მათ მიერ წარმოებული ვაქცინის სამი დოზა „ომიკრონის“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანია.
ბოლო მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის ახლად აღმოჩენილი „ომიკრონის“ შტამი უკვე მსოფლიოს 63 ქვეყანაში გამოვლინდა.