logo_geo
eng_logo
ენტონი ფაუჩის განცხადებით, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებით შერეული იმუნიზაცია მოქალაქეებს ეფექტიანად დაიცავს „ომიკრონის“ შტამისგან
- +

13 დეკემბერი. 2021. 11:40

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, „ომიკრონის“ შტამის მიმართ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების პრეპარატების ე.წ.შერეული  იმუნიზაცია გაცილებით ეფექტიანია. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს ბუსტერ-დოზებით იმუნიზაციისკენ. მისი თქმით, ვაქცინის დამატებითი დოზა „ომიკრონისგან“  „ოპტიმალურ" დაცვას უზრუნველყოფს.

 

„პირველადი კვლევები გვიჩვენებს, რომ, „ბუსტერის“ ადმინისტრირებისას, ის უზრუნველყოფს მომხმარებლის მაღალ დონეზე დაცვას და კარგად მოქმედებს „ომიკრონის“ წინააღმდეგ“, - განაცხადა ფაუჩიმ სატელევიზიო ჩართვისას.

 

შეგახსენებთ, კომპანია „Pfizer/BioNTech“-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მათ მიერ წარმოებული ვაქცინის სამი დოზა „ომიკრონის“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანია.

 

ბოლო მონაცემებით,  „კოვიდ-19“-ის ახლად აღმოჩენილი „ომიკრონის“ შტამი უკვე მსოფლიოს 63 ქვეყანაში გამოვლინდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner