logo_geo
eng_logo
მერაბ ტურავა: პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეები თავს იყრიდა ყოველთვის პირველ კოლეგიაში
- +

1 აგვისტო. 2016. 17:14


„პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეები თავს იყრიდა ყოველთვის პირველ კოლეგიაში" - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მერაბ ტურავა „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში. 

ტურავას თქმით,  საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეობის წელიწადნახევრის მანძილზე, დაინახა, რომ სასამართლო განსხვავებულად უდგება სხვადასხვა საქმეს. 

როგორც ტურავამ აღნიშნა, ხდება გარკვეული საქმეების გადაწყვეტის ფორსირება,  განსაკუთრებით კი, იმ საქმეების, რომლებსაც პოლიტიკური კონტექსტი აქვს. 

ტურავას განცხადებით, პოლიტიკური კონტექსტი "რუსთავი 2"­ის, გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეებს აქვს. 

 

„ყველა ეს საქმე ძალიან ჩქარა იქნა ჩანიშნული და განსახილველად გადაცემული. ამას გარდა, ჩემთვის გასაკვირი იყო, რატომ ხდებოდა, რომ პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეები თავს იყრიდა ყოველთვის პირველ კოლეგიაში. ეს ჩემთვის გარკვეული ეჭვების აღმძვრელი იყო. მე მხოლოდ ეჭვი გამიჩნდა,  რადგან ასეთი საქმეები თანაბრად არ ნაწილდებოდა და პირველი კოლეგია იყო ამორჩეული ყველა ასეთი სარჩელის განმხილველად", ­ განაცხადა ტურავამ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner