„მწვანე პასპორტის“ აზრია - უპირატესად აუცრელების დაცვა აცრილებისგან და გადატანილი ინფექციის მქონე პირებისგან“, - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფეისბუქზე" წერს, რომ დახურულ სივრცეებში აუცრელების და გადაუტანელი ინფექციის მქონე პირის დაშვება სხვებისთვის უსაფრთხოა, მაგრამ მისთვის დაინფიცირების რისკი ძალიან მაღალია და, შესაბამისად - სიკვდილისაც.
„მწვანე პასპორტის აზრი:
აცრა (3 დოზა);
გადატანილი ინფექცია (180 დღე).
ამ ორ შემთხვევაში 10-11X მცირდება კოვიდით გარდაცვალების რისკი.
ტესტირებით (PCR, ანტიგენი) დახურულ სივრცეში აუცრელის და გადაუტანელი ინფექციის მქონე პირის დაშვება სხვებისთვის უსაფრთხოა, მაგრამ მისთვის დაინფიცირების რისკი ძალიან მაღალია და, შესაბამისად - სიკვდილის. შესაბამისად, „მწვანე პასპორტის“ აზრია, უპირატესად, აუცრელების დაცვა აცრილებისგან და გადატანილი ინფექციის მქონე პირებისგან.
ინფექცია ვერ გაქრება, უბრალოდ, ერთადერთი შანსია, მას დავხვდეთ იმუნური ბარიერით!“ - წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში